ეკო და ვინდა ფოლიო; 4D Monster Lobster

08 იანვარი 2021, 16:27 3447 ნახვა

ეკო და ვინდა ფოლიო; 4D Monster Lobster

 

 

ეკო და ვინდა ფოლიო / Four Dimentional Monster Lobsters

მწერალ ირაკლი დეისაძისა და ვიდეო რეჟისორის თემო ეზუგბაიას 2012 წელს დაწყებული მუსიკალური კოლაბორაცია დღეს უკვე წარმატებულ, ალტერნატიული ჟანრის დუეტს „ეკო და ვინდა ფოლიოს“ წარმოადგენს. დუეტის ამღერებული ქართული ტექსტი, უცხოელი მსმელამდეც  დაუბრკოლებლივ აღწევს. ფრანგულ ლეიბლზე გამოცემული ალბომის „თერაპია“ მხარდამჭერი
ფრანგული ტურნეც ამას მოწმობს.

Four Dimensional Monster Lobsters 2018 წლის მიწურულს დაარსდა.
ის შეიკრიბა ახალგაზრადა ვოკალისტ, ინსტრუმენტალიტ და სიმღერების ავტორ ბექა თევდორაშვილის გარშემო. ფსიქოდელიური სინთი-პოპ მიმართულების ამ ჯგუფმა უკვე პირველი ალბომიც გამოსცა და Tbilisi Open Air-ის სცენაზეც გამოვიდა, რაც ერთ წელიწადში ცოტა არაა.