ჩემი ალტერნატივა - ლაშა რუხაძე
ლაშა რუხაძე როკ მუსიკით თინეიჯერულ ასაკში, საბრძნეთში ოჯახთან ერთად ემიგრაციში ცხოვრებისას დაინტერესდა - შემთხვევით გაგონილმა Pink Ployd-ის სიმღერამ გაახსენა, რომ ამ მუსიკას ბავშვობაში მამის და ბაბუის გარემოცვაში ისმენდა. შემოიკრიბა ასევე მუსიკით დაინტერესებული თანატოლები და პირველი როკ ჯგუფი ჩამოაყალიბა. სხვა შემსრულებლების კომპოზიციების გარდა, საკუთარ სიმღერებსაც წერდნენ და უკრავდნენ. მოგვიანებით, როდესაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყებამ მეგობრებს გაჰყარა და ლაშა დამოუკიდებლად აგრძელებდა მუზიცირებას, მისი ყურადღება იქამდე ხშირად მოსმენილმა რეგი მუსიკამ მიიპყრო - ამ მიმართულების რეპერტუარის შექმანს შეუდგა და ათენის ქუჩებში დაკვრა მის ერთ-ერთ ძირითად შემოსავლის წყადროდაც იქცა. ამ ღია ხასიათის მუსიკამ არაერთ რეგი მუსიკოსს შეახვედრა, მათთან ერთად თუ მარტოს მსოფლიოს მრავალი ქალაქი მოატარა.
საკუთრ, მრავალეთნიკურ ჯუფთან Teeth’n’Tongue Jam ერთად ლაშას გამოცემული აქვს მცირე ალბომი Share s Vibe და სრული ალბომი Already-Almost.
ასევე სოლო ალბომი Mass Awakening
მუსიკოსის კოლაბორაციული ნამუშევრების სია მეტად გრძელია.