დავით დათუნაშვილი/ გიორგი სიხარულიძე და ნიკა კოჩაროვი

12 დეკემბერი 2020, 13:57 3098 ნახვა

დავით დათუნაშვილი/ გიორგი სიხარულიძე და ნიკა კოჩაროვი


1. დავით დათუნაშვილი/ გიორგი სიხარულიძე და ნიკა კოჩაროვი 

დავით დათუნაშვილმა მუსიკალური მოღვაწეობა ქართულ ალტერნატიულ ჯგუფში Landmark დაიწყო. მოგვიანებით მისი ინტერესი ელექტრონული მუსიკის მრავალფეროვნების მიმართ გაიზარდა და 2009 წელს მეგობარ გიგი ჯიქიასთან ერთად დუეტი Okinawa Lifestyle ჩამოაყალიბი. ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ, რაც დუეტის რამდენიმე ალბომში გამოიხატა, დავითმა სოლო კარიერა დაიწყო. ამ შემთხვევაშიც მისი მოქმედების არეალი კვლავ ელექტრონული მუსიკაა მისი მარავალფეროვნებით. მუსიკოსის შინაგანი სამყარო იმ საგიტარო რიფებსა და თემებში ამოიცნობა, რომელიც ასე უხვადაა დავით დათუნაშვილის კომპოზიციებში.

ორი ქართული ალტერნატიული ჯგუფის Afternoon Version და Young Georgian Lolitaz ლიდერებმა, გიორგი სიხარულიძემ და ნიკა კოჩაროვმა, პანდემიის ფონზე დრო გამონახეს და ჯგუფ Afternoon Version-ის ძველ სიმღერას River ახალი სული შთაბერეს. როგორი იყო სამუშაო პროცესი და როგორ მიედინება ორი მუსიკოსი ცხოვრება პანდემიის ფონზე - ამას მოისმენთ გადაცემის მეორე ნაწილში.