SOPO - სოფო ბათილაშვილი

08 ოქტომბერი 2024, 14:00 403 ნახვა

SOPO - სოფო ბათილაშვილი

 

SOPO ახალი ქართული თანამედროვე მუსიკალური პროექტი/ჯგუფია, რომლის შექმნის სურვილი და იდეა ახალგაზრდა მუსიკოს სოფო ბათილაშვილს და მრავალწლიანი მუსიკალური და საპროდიუსერო კარიერის მქონე ალეკო ბერძენიშვილს გაუჩნდათ. მათ ეს ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს მეგობარი მუსიკოსების საქმეშ იჩართვით - ზურა კიკნაძე (გიტარა), გიგი კობერიძე (დასარტყამი ინსტრუმენტი) და თორნიკე გაგოშვილი (გიტარა).
 

Bravo Records-ში წელიწადნახევარი მუშაობის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Game Over გამოაქვეყნა, სადაც სოფო ბათილაშვილი არამხოლოდ სიმღერების შემსრულებლად, არამედ ავტორად წარსგა. როკ ჟღერადობის 11 ინგლისურენოვანი სიმღერა, როგორც ალტერნატიული ჟანრის ასევე სოფოს ტრადიციულ მსმენელის მოწონებას დაიმსახურებს.