რუსუდან მეიფარიანი

21 ოქტომბერი 2024, 16:21 51 ნახვა

რუსუდან მეიფარიანი

პიანისტი, ვოკალისტი, კომპოზიტორი რუსუდან მეიფარიანი

2000-იანების დასაწყისიდან შტუდგარტში ცხოვრობს და საქმიანობს. დის, მევიოლინე ნატა მეიფარიანის კვალდაკვალ კარიერის გასაგრძელებლად წასულმა ძირითად პროფესიის პარალელურად კომპოზიციაც შეისწავლა. თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში გარკვეული მცდელობების შემდეგ მიხვდა რომ ეს მიმართულება მისთვის საინტერესო არ იყო - სხვადასხვა ფორმასთან ექსპერიმენტირების პროცესში არაერთი მუსიკალური პროექტი შექმნა: საფორტეპიანო ტრიო „დაფიონი“, „რუსუდან მეიფარიანის ანსამბლი“.
„ველი ულევი“ და ერთ-ერთი ბოლო „Russ & Putte“ - მათ ფარგლებში ჩაწერილი 5 დიდი და 2 მცირე ალბომი აქვს გამოცემული რუსუდან მეიფარიანს.