ხატია ქორიძე - ალბომი Forgot to DREAM I აინე მერმე - ალბომი Dreams unseen (Guitar’s not Dead)
ხატია ქორიძე 24 წლის ჯაზ მუსიკოსია - მართალია მუსიკაში მან პირველი ნაბიჯები როგორც ვოკალისტმა გააკეთა, თუმცა თინეიჯერობისას ჯაზ მუსიკით დაინტერესებამ იგი ბას გიტარასთან მიიყვანა. 16 წლის ასაკიდან დღემდე ხატიამ სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობა მოასწრო, გამოცდილება დააგროვა და აი საკუთარი, სოლო ალბომი წარუდგინა მსმენელს - Forgot to DREAM
აინე მერმე ალტერნატიული მიმართულების მუსიკოსის ნატუკა ნაცვლიშვილის სასცენო ფსევდონიმი გახლავთ - გასული ზაფხულის „ჩემი ალტერნატივის“ ერთ-ერთი გამოშვება დაეთმო მის შემოქმედებას, რომელიც სათავეს 2000იანების შუიდან იღებს. და მიუხედავად ამდენი წლისა Aine Merme-მ სადებიუტო ალბომი მხოლოდ ახლა გამოსცა- Dreams Unseen (Guitar’s not Dead)