Insight duo და წერილი

06 ნოემბერი 2020, 16:23 2754 ნახვა

Insight duo და წერილი

Insight duo – ეს ჯგუფი გოჩა ყაჭეიშვილის, უჩა გუგუნავას და ირაკლი სანადირაძის შემადგენლობით მას შემდეგ აღმოცენდა, რაც არსებობა შეწყვიტა თანამედროვე მუსიკალურ საქართველოში ერთ-ერთმა წარმატებულმა პროექტმა -  „Insight და ნინო ქათამაძე“.
ამ სამი მუსიკოსის შემოქმედებითი წარსული მეტად შთამბეჭდავია, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, სულ რაღაც ერთი წლის წინ, გამომზეურებულმა მათმა ახალმა ექსპერიმენტმაც გაამართლა.
თქვენს წინაშეა Insight ახალი ალბომით Reconstruction.

 

წერილი - გია თოიძის და ჯგუფ „წერილის“ შემოქმედება  იმ დროს იწყება, როდესაც ყოფიერების სიპირქუშეს ისევ გამოხატვის პირქუში ფორმებით თუ დაუდგებოდი. თუმცა ამგვარი, მუსიკასთან ჰარმონიული ლირიკით „უხეშობის“ საბაბს მუსიკოსი დღევანდელობაშიც პოულობს და ამაზე ჯგუფ „წერილის“ ახალი ნამუშევარი, ოთხ სიმღერიანი მცირე ალბომიც (EP) „ეგ არის“ მეტყველებს.