ჯგუფი SKAZZ - TAMARMA (თამარ დავითაშვილი)

15 იანვარი 2022, 15:20 3129 ნახვა

ჯგუფი SKAZZ - TAMARMA (თამარ დავითაშვილი)

SKAZZ 
ქუთაისურ ნიუ პოსტ-პანკ ჯგუფს ქმნიან საბა ვაშაყმაძე და ნოდო კუპრავა. ბიჭების მუსიკალური კოლაბორაცია 2015 წლის ბოლოს დაიწყო სხვა, ასევე ქუთაისურ როკ-ჯგუფში. დიდი ხნის სურვილი შეექმნათ და დაეკრათ ქართული პოსტ-პანკი პანდემიის პირობებში ამ ექვსიოდე თვის წინ განახორციელეს პირველი სინგლისთ Kurota და მას შემდეგ ჯგუფის რეპერტუარი ივსება ახალ-ახალი სიმღერებით.

TAMARMA

თაკო (თამარ) დავითაშვილის შემოქმედებით გზის მოკლე გაანალიზებისას სასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ ადამიანში ახალი ტერიტორიების აღმოჩენის სურვილის უშრეტობა - საფორტეპიანო კლასი, მგალობელი რეგენტის ფაკულტეტი... როკ მიმართულებს ჯგუფი Green Mama, საავტორო როკ კონცეფციის პროექტები Innerhis და TAMARA. და აი, სულ ახალი, კიდევ სხვა, განსხვავებულ მუსიკალურ სივრცეში განხორციელებული TAMARMA - ზედაპირული შეფასებით ეს ელექტრონული მუსიკის ნაირსახეობაა. მუსიკოსმა ვერბალური ნაწილი ვოკალიდან სრულად ამოიღო და საკუთრ ხმასაც, ისევე როგორც სხვა ხმებს თუ ხმაურებს ახალ გამომსახველობას სძენს.