მალხაზ აბულაძე I NixNoies

07 აპრილი 2024, 12:14 582 ნახვა

მალხაზ აბულაძე I NixNoies

მალხაზ აბულაძე

თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი მალხაზ აბულაძე მისი სამსახიობო კარიერის დასაწყისში (90იანებისა და 2000იანების მიჯნაზე) ასევე როგორც მუსიკოსი (სიმღერების ავტორი,მომღერალი და დრამერი) წარუდგა მსმენელსა და მაყურებელს - თავდაპირველად ბათუმური ჯგუფის Insight წევრად, ხოლო შემდეგ ლაშა და ნიკა აბაშმაძეებთან ერთად საკუთარი ჯგუფი „ჩვენ“ ჩამოაყალიბა.
მალხაზის საავტორო მუსიკამ მისი ორიგინალურობისა და გულწრფელობის წყალობით იმთავითვე მსმენელის მოწონება დაიმსახურა.
ჯუფმა „ჩვენ“ 2002 წელს გამოსცა ალბომი „ურთი+ერთობა“.
ამის შემდეგ სამსახიობო კარიერის სასარგებლოდ მალხაზ აბულაძე მუსიკალურ შემომედებას ჩამოსცილდა.
საკმაოდ გვიან მან კვლავ აიღო გიტარა ხელში და მეგობარ მუსიკოსებთან ერთად 2022 წელს კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე.
დღესდღეისობით მალხაზი ესპანეთში ცხოვრობს და ფიქრობს მუსიკალური საქმიანობის გაგრძელებას.

NixNoies

NixNoies გერმანიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის ნინო ციმაკურიძის პროექტი გახლავთ. ნინო დიდი ხანია მუსიკითაა დაკავებული - სამშობლოში ბოლოს ჯგუფ „კი ბატონოს“ წევრი გახლდათ. 18 წლისამ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა და უცხო ქვეყანაში ცამეტწლიანი ცხოვრების შემდეგ, მხოლოდ ეს ბოლო ერთი წელია მიეცა შესაძლებლობა სრულად დაეთმო დრო და თავი საყვარელი საქმისთვის.
NixNoies ინდი ელექტრონული მიმართულების ქართულენოვანი პროექტია - გამოხატვის ენად ქართულის არჩევა გარკვეულად ნოსტალგიითაც არის გამოწვეული. ნინოს სასიმღერო ლირიკაც და მელოდიც სიმარტივით ხასიათდება.