ირაკლი ზიბზიბაძე - ქართული როკ და მძიმე მუსიკის 3 დეკადა

29 მარტი 2024, 14:36 1109 ნახვა

ირაკლი ზიბზიბაძე - ქართული როკ და მძიმე მუსიკის 3 დეკადა

Zibo - ირაკლი ზიბზიბაძე მუსიკოს ირაკლი ზიბზიბაძეს, მეტსახელად ზიბო ძირითადად როგორც ბას გიტარისტს ისე იცნობს ქართული როკ მუსიკის მსმენელი. გარკვეულმა წრემ კი ისიც იცის, რომ ირაკლი არანჟირებების და კომპოზიციების ავტორიცაა. მის მუსიკალურ ბიოგრაფიაზე (რომელიც 17 წლიდან იწყება) თვალის გათვლებით ქართული როკ და მძიმე მუსიკის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს ვეხებით - 1990 წლიდან დღევანდელ დღემდე ირაკლი ამ მიმართულების ოცამდე მუსიკალური ჯგუფის წევრად უხილავს მსმენელს. რამდენიმე სახელიც საკმარისია: Stonehengem, Double Cross, Sky End, „ბერმუხა“, ვაკის პარკი, Crossroad, Sons of the Sun, U.R.. ამათ გარდა დიდია სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ჯგუფებისა და მუსიკოსების სია, ვისთანაც ზიბოს როგორც ხმის ინჟინერს უთანამშრომლია საკუთარ სახლის სტუდიაში. ზიბოს სახელთან მჭიდრო კავშირშია გასული საუკუნის 90-იანებისა და 2000-იანების მიჯნაზე თბილისში არსებული ანდერგრაუნდ კლუბი U.R., რომელიც ერთადერთი სტაბილური სცენა იყო იმ დროს მოქმედი მუსიკოსებისთვის (და არამხოლოდ). ყოველივე ამ აქტივობის ფონზე ირაკლი საავტორო ინსტრუმენტულ მუსიკასაც ქმნის.