Qaji Todia – Fullmetal Georgia. ჯგუფი ტელესკოპი - შენს შესახებ

27 აპრილი 2024, 13:44 257 ნახვა

Qaji Todia – Fullmetal Georgia. ჯგუფი ტელესკოპი - შენს შესახებ

Qaji Todia ახალგაზრდა თაობის ქართველი მუსიკოსის დათო ჯიქიას სოლო პროექტია - დათოს დიდი ხანია ქართველი მსმენლი ინდი მიმართულების ჯგუფ Bedford Falls-ის წევრად იცნობს. Qaji Todia-ს სახელით მუსიკოსის აქტივში არაერთი კოლაბორაციული ნამუშევარია შესრულებული შემდეგ ჯგუფებთან და მუსიკოსებთან: Killages, Circus Mircus, 4D Monster Lobsters, Melqo.
ამჯერად მან სრული სოლო ალბომი წარმოადგინა სახელწოდებით Fullmetal Georgia. სტილისურად მრავალფეროვან ამ ნამუშევარში საქართველოს უახლესი ისტორიაა (1989-2004) რეკონსტრუირებული ახალგაზრდა (თავად ავტორის) თაობის წარმოსახვით.

 

ჯგუფი ტელესკოპი 2000იანების დასაწყისის ქართული ანდერგრაუნდ მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა. ჯგუფის ბირთვს ბექა ქალდანთან ერთად გიორგი ხვედელიძე და  აჩი ქელბაქიანი ქმნიდნენ. 2013 წლიდან, გიორგის გარდაცვალების შემდეგ ტელესკოპის შემოქმედებითი აქტივობა პასიურ რეჟიმში გადავიდა და გაიშვიათებულ ცოცხალ გამოსვლეზე ბექას და აჩის  დუეტი ჩნდებოდა.
მელოდიური პოსტპანკ მიმართულების ჯგუფმა დასამახსოვრებელი მუსიკა და ხელწერა შექმნა, რომელიც დღევანდელი, ახალი თაობის მუსიკოსებისთვისაც შთაგონების წყაროს წარმოადგენს.
ახლახან ბექა ქალდანმა და აჩი ქელბაქიანმა ქართული ალტერნატიული მუსიკის ვეტერანის, პროდიუსერ ლევან ჯავახიშვილის (Mother on Mondays) სტუდიაში „ტელესკოპის“ ახალი სიმღერა ჩაიწერეს - „შენს შესახებ“.