Zuk n’Sos I Lua

17 მარტი 2024, 12:39 378 ნახვა

Zuk n’Sos I Lua

Zuk n’Sos
მუსიკის ავტორი და გიტარისტი ზუკა სიმონიშვილი (რომელიც სამი წლის წინ წარუდგა მსმენელს და ამ ხნის მანძიზე 2 სრული ალბომი და რამდენიმე სინგლი გამოაქვეყნა) ახალ მუსიკალურ თემებზე ფიქრისას დაუკავშირდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელ სოსო ცაგარეიშვილს. მასალაზე მუშაობისას სოსო სესიური მუსიკოსისგან, ფორტეპიანოს და კომპოზიტორული უნარების ფლობის წყალობით სრულფასოვან თანაავტორად იქცა. ასე ჩამოყალიბდა ეს დუეტი - Zuk n’Sos. ერთთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ალბომის სრული მასალაც ჩაიწერა და საბოლოო ფორმამდე მისაყვანად დახარჯული ოთხი თვის შემდეგ ალბომიც Cake Recipe გამოცხვა.  ჟანრობრივად ეს ნამუშევარი მეტად თავისუფალია, რაც სხვადასხვა მუსიკალური სტილებში მოძრაობაში გამოიხატება.


Lua

ქეთათო ნერგაძე...  უფრო ზუსტად კი Lua - ეს საინტერესო ხელწერის მუსიკოსი, სიმღერების ავტორი ფართო მსმენელს 2018 წელს გაეცნო, მაშინ როდესაც აკუსტიკური გიტარის თანხლებით ინდი-ფოლკ მიმართულების მეტად პოეტურ ინგლისურენოვან სიმღერებს თხზავდა. მას შემდეგ დღემდე ცვლილებებისა და სიახლეების მოყვარულმა მეტად საინტერესოდ იმოგზაურა მუსიკალურ ფორმებსა და ჟღერადობებში. ბოლო ერთი წელია საკუთარი მუსიკის პროდიუსირებას მოკიდა ხელი, ვინაიდან მიიჩნევს რომ ასე უფრო სრულად ახერხებს თვითგამოხატვას. ახლახანს გამოქვეყნებული ახალი სინგლი სახელწოდებით 
Concetration LUA-ს ახალი ალბომის წინმსწრებია.