ბიბი კვაჭაძე

14 იანვარი 2024, 12:07 667 ნახვა

ბიბი კვაჭაძე

სიმღერებისა და მუსიკის ავტორი, გიტარისტი, მუსიკალური პროდიუსერი ბიბი კვაჭაძე ფართო მსმენელსა და მაყურებელს გასული საუკუნის 90-იანების პროექტ Georgian Dance Empire-ის წევრად გაეცნო. თუმცა მისი მუსიკალური და შემოქმედებითი, მეტად საინტერესო გზა ათწლეულით ადრე დაიწყო, როდესაც მუსიკალური ტრადიციების მქონე ოჯახში გაზრდილმა საფორტეპიანო სკოლის დასრულების შემდეგ, გიტარის გამოსახველობითი თვისებები აღმოაჩინა.

იმავე 90-იანების ბოლოსა და შემდგომ 2000 იანების პირველ დეკადაში ძველ მეგობარსა და „თანამებრძოლ“ სერგი გვარჯალაძესთან ერთად შექმნილი დუეტების წყალბით, კვლავ შეახსენა მსმენელს თავი. ეს პოპულარული სიმღერები მხოლოდ ზედაპირზე ხილული ნაწილი გახლდათ ბიბის იმჟამინდელი შემქომედებისა - იმ დროისთვის მას უკვე შექმნილი ქონდა არაერთი კომპოზიცია, რომელიც ქართულ თუ უცხოური ფილმების საუნდტრეკებში მოხვდა.
როგორც მუსიკლურ პდოდიუსერს, ბიბი კვაჭაძეს უმუშავია არაერთ ქართულ და ასევე ამერიკულ ხმისჩამწერ სტუდიებთან და მუსიკოსებთან. ასეთი თამამშრომლობის ყველაზე წარმატებული მაგალითი რამდენიმე ხნის წინ, მუსიკოს  ალეკო ბერძენიშვილის მიერ შესრულებული ბიბის სიმღერის So, We’ll Go No More A Rovig მუსიკალურ დაჯილდოვება გრემის ნომინაციაში მოხვედრაა.