ქობულეთის ''შუქურაში'' სატრანსფერო სიახლეებია, გუნდი საქართველოს თასის გათამაშებისთვის ემზადება

20 ივლისი 2022, 13:14 2162 ნახვა

ეროვნული ლიგა ორის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ქობულეთის ‘’შუქურამ’’  მცირე შესვენების შემდეგ საწვრთნელი პროცესი გაანახლა.

გადაცემა ‘’დილის რადიოში’’ სტუმრობისას ქობულეთური კლუბის დირექტორმა ირაკლი ბერიძემ განაცხადა, რომ გუნდი საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებისთვის ემზადება და 7 აგვისტომდე გუნდი რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

"საწვრთნელი პროცესი გუნდმა 15 ივლისს ქობულეთში მშობლიურ ‘’ჩელე არენაზე’’განაახლა. ამხანაგურ მატჩებში ‘’შუქურა’’  ფოთის ‘’კოლხეთს", ქუთაისის ‘’ტორპედოს’’ და ლანჩხუთის ‘’გურიას’’ დაუპირისპირდება.  

ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ამხანაგური  მატჩის ჩატარებაზე თურქულ ‘’რიზესპორთან’’ და აზერბაიჯანულ ‘’თურანთან’, - განაცხადა ბერიძემ. 

ირაკლი ბერიძემ ასევე ისაუბრა სატრანსფერო სიახლეებზეც. 

"გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა გაგა გაზდელიანმა, ფეხბურთელმა ითხოვდა მეტი სათამაშო პრაქტიკის გამო კლუბიდან წასვლა და ჩვენ მათთვის ხელი არ შეგვიშლია. 

ასევე კლუბიდან იჯარის,წესით 6 თვის ვადით  წავიდნენ  ბექა ვერულიძე დუშეთის ‘’არაგვში’, ხოლო დავით მოწყობილი ასევე იჯარით ‘’თბილისის სითის’’ შემადგენლობში ითამაშებს. მწვთნელთა ჯგუფთან შეთანხმებით ჩვენ გუნდში მოვიყვანეთ ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე , ნახევარმცველი იუსუფ ტურე და მარცხენა მცველი ირაკლი ჯავახიშვილი. ეს ის პოზიციებია, რომლებიც ამ დროისთვის გასაძლერებელი იყო‘’ - განაცხადა ‘’შუქურას’’ დირექტორმა.

ქობულეთის ‘’შეუქურა’’ 7 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეთექვსმეტედფინალში ‘’გაგრას’’ დაუპირისპირდება.  მატჩი ქობულეთში 17:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ეროვნული ლიგა ორის გათამაშებას, გუნდი 32 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს კონკურენტ მარტვილის ‘’მერანს’’ 10 ქულით უსწრებს.

ლიგა 2-ის გათამაშება კი 21 აგვისტოს განახლდება, სადაც რევაზ გოცირიძის გაწვრთნილი გუნდი ‘’გარეჯს’’ უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი