თეთრი სახლის განცხადება

20 ივლისი 2022, 10:41 443 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის  ადმინისტრაცია ემზადება უკრაინას ჰაიმარსის სარაკეტო საარტილერიო სისტემებისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის დამატებითი რაოდენობა მიაწოდოს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას  და მიმდინარე კვირის ბოლოს გამოაცხადებს იარაღისა და აღჭურვილობის მორიგ პაკეტს უკრაინისთვის.

პაკეტი მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, ჰაიმარსის დამატებით რაოდენობას. 

კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის ჭურვებსა და საბრძოლო მასალას გადასცემენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი