ევროკავშირსა და უკრაინას შორის მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი წერს. „ ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს, უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად.
უკრაინის ეკონომიკა ომშია. ევროკავშირი აქ არის დასახმარებლად“, – წერს „ტვიტერზე“ ევროპული კომისიის ვიცეპრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი.