ტყის ხანძარი ათენს უახლოვდება

20 ივლისი 2022, 10:40 363 ნახვა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მახლობლად, პენტელის რაიონში მეხანძრეები მეორე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან.

სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია 500-მდე  მეხანძრე-მაშველი, მოხალისეები, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის 120 ერთეული, 3 სახანძრო თვითმფრინავი და 5 ვერტმფრენი. ტყის ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულია 28 მეხანძრე რუმინეთიდან.

ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი, რომელიც სინოპტიკოსების პროგნოზით ხვალამდე შენარჩუნდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში