უკრაინაში დაღუპული კახა გოგოლი დღეს ფოთში დაკრძალეს

19 ივლისი 2022, 17:27 890 ნახვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის კახა გოგოლის ოჯახს მიუსამძიმრა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა და ჯარისკაცის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფე გრიგოლის თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველები თვალებში ჩაჰყურებენ ბოროტებას, რომელიც ცდილობს, რომ გაიმარჯვოს. ქართველი მებრძოლი ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს. კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. იგი 10 ივლისს ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა. 47 წლის სამხედრო უკრაინაში საბრძოლველად  ომის დაწყებიდან 15  დღეში წავიდა. კახა გოგოლი აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი