კინოს სახლში გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ გადაღებული რეჟისორ გოგი თორაძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „მთავარსარდლის დაბრუნება“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.
გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში მიმდინარეობდა.
მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში გამოყენებულია საარქივო კადრები, მათ შორის გენერლის ოჯახის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული უნიკალური ვიდეომასალა, ასევე, მთავარსარდლის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენების კადრები.