საბერძნეთში უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

17 ივლისი 2022, 13:51 2268 ნახვა

საბერძნეთში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფაზე ისაუბრა უკრაინული ავიაკომპანიის, „მერიდიანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. როგორც დენის ბოგდანოვიჩი ამბობს, ეკიპაჟის რვავე წევრი, რომელიც კატასტროფას ემსხვერპლა, უკრაინის მოქალაქე იყო.

რაც შეეხება ტვირთს, რომელიც სატვირთო თვითმფრინავს გადაჰქონდა - ბოგდანოვიჩი ამაზე კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ „დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების ეტაპზეა“.

როგორც ის განმარტავს, კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერში გაუჩნდა, რის შემდეგაც, ჩამოვარდა და ადგილზე აფეთქდა.

საბერძნეთში, ავიაკატასტროფის ადგილთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდეს, დაკეტონ ფანჯრები და დარჩნენ შინ, რადგან, შესაძლოა, თვითმფრინავს საშიში ტვირთი გადაჰქონდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი