სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ გოგაშვილის სახით საფრთხე დაინახა, მათი მხილება დაიწყო და როცა ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა, მხოლოდ მაშინ დააკავეს.
მმართველ გუნდში კი აცახდებენ, რომ იქ სადაც დანაშაულის ნიშნებია ხელისუფლება იქნება შეუვალი.
სხვა დეტალებზე არ საუბრობენ და საგამოძიებო პროცესებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ყველა პროცედურა კანონის დაცვით ჩატარდა.