მოსამართლის სკანდალური განცხადება

15 ივლისი 2022, 19:39 836 ნახვა

იყო თუ არა ზეწოლა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ? - თავად ამბობს, რომ კი. ამის არგუმენტად მოჰყავს ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება, რომ სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია უნდა გაამართლოს და ასევე მორიგი არგუმენტი ჩხიკვაძის თქმით, საელჩოს თანამშრომელმა მას შეატყობინა, რომ ის ამოღებული იყო იმ მოსამართლეთა სიიდან, რომლებიც შტატებში მიემგზავრებოდნენ. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალური განცხადების საპასუხოდ, რომელიც ამერიკის ელჩს ეხება, კელი დგენანი ამბობს, რომ ნებისმიერი განცხადება, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერია აქ სასამართლო სისტემაში, არ შეესაბამება სიმართლეს. ოპოზიცია კი ამ პროცესს, რასაც ჩხიკვაძე ზეწოლას უწოდებს, უბრალოდ საელჩოს მხრიდან კითხვის დასმად მიიჩნევს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი