სარეაბილიტაციო ცენტრ „ფანშეტში“ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა რეაბილიტაციის სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო.
უწყების ინფორმაციით, წელს პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობა და ბიუჯეტი გაიზარდა, მაღალი მიმართვიანობის გამო კი დამატებით გაიზარდა აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის, სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება.