ბობოყვათის მოსახლეობის მიმართვა მთავრობას

14 ივლისი 2022, 14:10 1109 ნახვა

ქობულეთში, ბობოყვათში მცხოვრებლები სანაპიროსთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ და აჭარის მთავრობას  10 დღიან ვადას აძლევენ.

აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით მათ არაერთი აქციაც გამართეს, მიწის ნაკვეთების გასასხვისებლად აუქციონიც იყო გამოცხადებული, თუმცა ჩაიშალა. 

ახლა კი  მოსახლეობის ინფორმაციით,  ხელისუფლება აქ  ბულვარის გაშენებას  აპირებს. რის გამოც, ისინი ფიქრობენ ახალი ზღვისპირა პარკის  ტერიტორიის მიმართ ინტერესს გაზრდის და მას  სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ექნება. 

სწორედ ამის გამო   შიშობენ, რომ მიწების დაბრუნების შანსი დაეკარგებათ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი