ინდოეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

13 ივლისი 2022, 10:32 703 ნახვა

ივნისის დასაწყისში ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, სახელწოდებით ბი-ეი 2.75.  ექსპერტები  ახალ შტამს უწოდებენ "მეორე თაობის" ვარიანტს, რადგან ვირუსის  ეს შტამი  ომიკრონის ბი-ეი 2-ის ვარიანტიდან წარმოიშვა.

ჯერჯერობით  მსოფლიოში ახალი შტამით ინფიცირების რიცხვი უმნიშვნელოა, თუმცა პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა იაპონიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევების სიმცირის  გამო, მისი სეკვენირების  შესახებ  ინფორმაციის შეგროვება  რთულია. 

მეცნიერები შიშობენ, რომ ბი-ეი 2-ის მიმართ გაძლიერებული იმუნიტეტი შესაძლოა არაეფექტური აღმოჩნდეს ვირუსის ახალი ბი-ეი 2.75-ის შტამის მიმართ.

ჯანმო აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის პანდემია ჯერ არ დასრულებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი