სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

11 ივლისი 2022, 16:24 793 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 11 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე, სუიციდი განახორციელა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს"- წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი