ტოჩინოშინმა ნაგოა ბაშო მოგებით გახსნა

10 ივლისი 2022, 13:18 991 ნახვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაგოა ბაშო მოგებით დაიწყო.

აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტოჩინოშინი სასტარტო დღეს მე-7 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდა და მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

მეორე დღეს ლევანის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ქართველს 11 მოგება  და 9 წაგება აქვს.

ნაგოიას ბაშო 34 წლის ლევან გორგაძისთვის კარიერაში 97-ე ბაშოა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი