ქართველი მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ, სადღესასწაული ლოცვა კი მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია.
ბათუმის ორთაჯამეში შეკრებილი მომლოცველები ამბობენ, რომ შეწირული ხორცს, რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად, მეზობლებს, უპოვრებსა და ობლებს გაუნაწილებენ.
მუსლიმი მორწმუნეები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.