ენმ ე.წ. ჭაჭის კოშკის ფუნქციონირებას ითხოვს

08 ივლისი 2022, 11:06 627 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეჩერებული ტურისტული ობიექტების ფუნქციონირებას ითხოვს. ბათუმის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა კილაბერია ე.წ. ჭაჭის კოშკთან არსებულ გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს და აჭარის მთავრობისგან  ტერიტორიის მოწესრიგებას  და ჭაჭის კოშკის  ფუნქციონირებას ითხოვს. 

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ე.წ. ჭაჭის კოშკი 2012 წელს გაიხსნა , რისთვის მილიონამდე ლარი დაიხარჯა.  

ოპოზიციის განცხადების საპასუხოდ აჭარის მთავრობაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში