ვინც ორჯერ არის აცრილი "ბუსტერი" გაიკეთოს, ვისაც "ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე "ბუსტერი" აუცილებლად გაიკეთოს - ამირან გამყრელიძე

07 ივლისი 2022, 10:37 1419 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამების  წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს - ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისსას განაცხადა.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით ეფექტურია „ბუსტერ“ დოზა.

„ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი „ბუსტერი" გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი" აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, ჩვენ გვაქვს - „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი". რა თქმა უნდა, ვაქცინები ეფექტურია, განსაკუთრებით „ბუსტერი“.

სასურველია, მოქალაქეებმა ამცრელ პუნქტებს მიმართონ. შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, რომელიც აცრებით მიიღწევა.

საჭიროა მისი გაზრდა ვაქცინაციის გზით. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება და მაღალი იმუნური ფენით შევხვდებით, მით ნაკლები ალბათობა იქნება სხვა დიდი ტალღებისა",- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი