ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტახნის წინ აეროპორტის დასახლებაში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. მათი ინფორმაციით, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადები.