კოროვირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ ისლამის წმინდა ქალაქის ქუჩები ისევ აივსო მომლოცველებით მთელი მსოფლიოდან. ორწლიანი კოვიდშეზღუდვების შემდეგ წელს ერთ მილიონ ადამიანს, მათ შორის 850 ათასს უცხოელს, უფლება აქვს მოილოცოს წმინდა ადგილები. ჰაჯი არის ისლამის ხუთიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი, რომელიც ყველა შრომისუნარიანმა მუსლიმანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს.
საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, წელს ქვეყანაში სულ მცირე 650 ათასი უცხოელი მომლოცველი ჩავიდა. თუმცა ორშაბათს სპეციალურმა სამსახურებმა თითქმის 100 ათას ადამიანს აუკრძალა მექაში შესვლა.
უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 288 ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს ნებართვის გარეშე ჰაჯის შესრულების მცდელობისთვის. წელს ჰაჯის შესასრულებლად მხოლოდ 65 წლამდე ასაკის მუსლიმები დაიშვებიან.
საუდის არაბეთმა ახლა ქალებს მამაკაცების გარეშე ჰაჯის შესრულების უფლება მისცა. ნიღბები აღარ არის სავალდებულო. უცხოელმა მომლოცველებმა საზღვარზე პი-სი-არ ტესტის უარყოფითი შედეგი უნდა წარადგინონ.