ომი უკრაინაში

04 ივლისი 2022, 19:54 623 ნახვა

უკრაინაში ომის 131-ე დღეა. კუნძულ ზმეინზე, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს, უკრაინის დროშა ხელახლა აღიმართა. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის რეგიონზე, დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ხარკოვზე. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დონეცკის რეგიონში რუსმა სამხედროებმა დასახლებული ტერიტორია დაბომბეს, სადაც "ფრანს 24-ის" ჟურნალისტები მასალას აგროვებდნენ- რეპორტიორები უკრაინელი მაშველების შესახებ ამზადებდნენ სიუჟეტს. ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უახლოეს პერსპექტივაში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ალიანსი საკუთარ პოზიციას არ შეიცვლის. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ნატო გააგრძელებს მტკიცებას, რომ ალიანსის კარი ღიაა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება, თუმცა ევროკავშირის მსგავსად, არ შეიცვლის საკუთარ პოზიციას და არ დაიწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას უკრაინის გასაწევრიანებლად.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი