ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სასესიო დღე დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რეგისტრირებული გამოსაცდელების 95%-მდე გამოცხადდა. 2 პანდემიური წლის შემდეგ, წელს გამოცდაზე პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. ასევე, სტუდენტობის მსურველებს შეუძლიათ მე-3 საგნის არჩევანი მათთვის სასურველ საგანზე გააკეთონ.