რაფტინგი ანუ ჯომარდობა, საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. ეს არის სპორტის პოპულარული სახეობა, აქტიური დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო შესაძლებლობა, მხიარული თავგადასავალი და გარკვეული გამოცდა… მთის მდინარეებზე გასაბერი ნავით დაშვებისას გზად სხვადასახვა სახის წინააღმდეგობები გვხვდება – ნაკადები, ჩქერები, მორევები, მორები და ლოდები… სწორედ მათი გადალახვა იზიდავს ტურისტებს საწყალოსნო ტურებზე. როგორია რაფტინგი მდინარე აჭარისწყალზე რეპორტაჟში ნახავთ.