ვითარება უკრაინაში

30 ივნისი 2022, 10:03 1718 ნახვა

უკრაინაში ომის 127-ე დღეა. რუსული ძალების მიერ  საჰაერო იერიშები კვლავ ინტენსიურად გრძელდება. მძიმე ვითარებაა რამდენიმე მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ლისიჩანსკის ბლოკირებას  ისევ ცდილობენ და იერიშებს არ წყვეტენ. 

გენშტაბის ცნობით, რუსეთისთვის ამ ქალაქითვის ბრძოლას საკვანძო მნიშვნელობა აქვს, რომ ხელში ჩაიგდოს უკრაინის ინდუსტრიული რეგიონი დონბასი.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   სერგეი გაიდაის თქმით,  ქალაქის გარშემო „ყველგან ბრძოლებია“. გასულ ღამეს 10 სარაკეტო იერიში განხორციელდა ქალაქ მიკოლაევზე. ერთ-ერთმა რაკეტამ 5 სართულიანი შენობა გაანადგურა, დაღუპულია 5 ადამიანი. სარაკეტო თავდასხმა მოხდა სუმის რეგიონზეც, შედეგად დაიღუპა 2, დაშავდა 8 პირი. შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც.

როგორც გუბერნატორი იუწყება, სარაკეტო შეტევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საჰაერო თავდასხმები იყო ოჩაკოვის, ხარკივისა და დონბასის რეგიონებზეც. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში