საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ნატოს სამიტზე. მაკედონია ღიად უჭერს მხარს ქართველების ნატო-სკენ მისწრაფებას - ასეთია ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც ვერ ხედავს საფუძველს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს რატომ უნდა შეუშალონ ხელი ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე. მისივე თქმით, მტკიცედ სჯერა, რომ ათობით წლის განმავლობაში ნატო-ს საუკეთესო პოლიტიკა ღია კარის პოლიტიკაა და ეს არ უნდა შეიცვალოს.
სამიტზე შეთანხმდებიან ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, მომავალი უსაფრთხოების გეგმაზე - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც სამიტის გახსნამდე თქვა, რომ ალიანსი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს.
მადრიდში, ნატოს სამიტში მონაწილეობს ქართული დელეგაციაც, საქართველოს პრემიერი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.