ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება.
გახსნით პანელში სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რეგიონში დაბრუნდა მშვიდობა და ის უნდა დაიტვირთოს მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით, რაც კავკასიაში მშვიდობას კიდევ უფრო გაამყარებს.
აზერბაიჯანის პრემიერმა კი განაცხადა, რომ „საქართველო და აზერბაიჯანი ისტორიულ აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს აღმოსავლეთთან აკავშირებდნენ და წვლილი შეჰქონდათ ვაჭრობასა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ღონისძიება ამჯერად 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე