კრიტიკული და სამადლობელი განცხადებები გაკეთდა დღეს ბათუმის საკრებულოს ამ მოწვევის ბოლო სხდომაზე. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ.
ამასთან, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა.
კერძოდ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, გოგებაშვილის ქუჩა N84-ის მიმდებარედ არსებული 1584 კვ მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა, შემდგომში სახელმწიფოსა და შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის მიზნით.
ის დეპუტატები ვინც ახალი საკრებულოს შემადგენლობაში არ არიან, როგორც ამ მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, ისინი გუნდის წევრებად რჩებიან და სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმდებიან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე