გახარიას პარტიის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

22 ოქტომბერი 2025, 14:31 125 ნახვა

ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის პარტიის გადაწყვეტილება ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია. დღეს პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა ზურაბ ჯაფარიძემ წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს რომ ეს იყო 12 სკამზე დახარბებული ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებმაც გახარიას რეიტინგით ისარგებლეს.

''ნაციონალურ მოძრაობაში'' ფიქრობენ, რომ ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები პარლამენტში ფინანსური კეთილდღეობისთვის შევიდნენ.

''ქართულ ოცნებაში'' კი ამბობენ, რომ ბოიკოტის შეწყვეტაზე გახარიამ ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნებამდე ისაუბრა.

თავად გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის შეფასებები მათთვის უმნიშვნელოა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე