პრეზიდენტმა პრინცი რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დ’არაგონა ღირსების მედლით დააჯილდოვა

28 ივნისი 2022, 11:40 936 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა პრინცი რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დარაგონა სიკვდილის შემდეგ  ღირსების მედლით დააჯილდოვა.

სალომე ზურაბიშვილმა პრინცი საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოში მრავალგზის განხორციელებული საქველმოქმედო საქმიანობისათვის დააჯილდოვა. 

ქართული სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა მის მეუღლეს, საქართველოს ელჩს წმიდა საყდართან ქეთევან ბაგრატიონ - მუხრანბატონს და შვილებს ლელიო, ლუიზა და დოროთეა ორსინებს  ვატიკანში სამუშაო ვიზიტისას გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია იტალიაში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი