საბავშვო ევროვიზია

12 დეკემბერი 2025, 11:04 78 ნახვა

ხვალ  თბილისის ტანვარჯიშის არენა რიგით 23-ე საბავშვო ევროვიზიას უმასპინძლებს. კონკურსის სამზადისი კულმინაციურ ფაზაშია, დღეს 20 საათზე გენერალური რეპეტიცია გაიმართება, რაც ფაქტობრივად ფინალური კონკურსის ანალოგია, ანიტა აბგარიანი თავის საკონკურსო სიმღერას შაინ ლაიქ ე სთარ ფინალურ შოუზე მე-15 ნომრად შეასრულებს.

საბავშვო ევროვიზიისთვის მზადება თვეების მანძილზე მიმდინარეობდა, კონკურსს თბილისი უკვე მეორედ მასპინძლობს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ღონისძიება ოთხჯერ მოიგო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი