ულტიმატუმი ხელისუფლებას - ვის რა პოზიცია აქვს?

25 ივნისი 2022, 17:15 571 ნახვა

ვის როგორ წარმოუდგენია ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება და არის თუ არა ახლა ამის დრო - სამოქალქო  საზოგადოების მოთხოვნებს პოლიტიკური პარტიები აფასებენ.  

ქვეყნის მთავარი გამზირიდან ნათქვამს, მმართველმა გუნდმა უარი უთხრა.

"ქართული ოცნებისთვის" ეს მოთხოვნები პოლარიზაციის გაღრმავების წინაპირობაა. ოპოზიცის ნაწილი კი  მოძრაობის მოთხოვნებს მხარს უჭერს.

აცხადებენ, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული ვადა იმისთვის, რომ ცივილური გადაწყვეტილება მიიღოს.

მიცემულია ერთკვირიანი ვადა ორი მთავარი მოთხოვნისთვის - მოძრაობა "შინ ევროპისკენ" პრემიერ-მინისტრის გადადგომას და მთავრობის ახალ შემადგენლობას ითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში