მიწისძვრა ავღანეთში - არის მსხვერპლი

22 ივნისი 2022, 09:38 529 ნახვა

ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 250 ადამიანს აჭარბებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაშავებულთა რაოდენობა 600-ს აღწევს. ზიანი, ძირითადად, აღმოსავლეთით მდებარე პაკტიკას პროვინციას მიადგა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და შენობა-ნაგებობები.

მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო, ავღანეთის გარდა მიწისძვრა იგრძნეს პაკისტანსა და ინდოეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში