ქობულეთის ''შუქურამ'' მთავარი კონკურენტი დაამარცხა

21 ივნისი 2022, 21:39 461 ნახვა

ქობულეთის ''შუქურამ'' ეროვნული ლიგა ორის მე-16 ტურის შეხვედრაში მთავარი კონკურენტი მარტვილის ''მერანი'' გასვლაზე დაამარცხა.

მატჩი ქობულეთლების გამარჯვებით 2-3 დასრულდა.

მე-4 წუთზე ლექვთაძემ მუსელიანს გაატანინა და შავიზღვისპირელები წინ გავიდნენ.

39-ე წუთზე ფონიავას გადაცემით სილამ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრდა.

ტაიმის მიწურულს 42-ე წუთზე კახაბერ კაკაშვილმა   გაიტანა და ''შუქურამ'' ტაიმი 1-2 მოიგო.

65-ე წუთზე ბაშალეიშვილმა მესამე გოლი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა გაზრარდა.

82-ე წუთზე ფონიავამ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა, გოლი კი გაგოშიძემ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-3 დააფიქსირა.

12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ რევაზ გოცირიძის გაწვრთნილ გუნდს 26 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება . მეორე პოზიციაზე კი  13 თამაშში 21 ქულით მარტვილის ''მერანია''.

შეგახსნებეთ რომ ლოგა 2-დან ''შევარდენი'' და ზუგდიდის ''დინამო'' მოიკვეთა. შემდეგ ტურში ''შუქურა'' 26 ივნისს შინ ''გარეჯს'' უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში