მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება. ეს ნამდვილი ომის დანაშაულია - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.
ის რუსეთს უკრაინული პორტების დებლოკირებისკენ მოუწოდებს.
„წარმოუდგენელია, რომ მილიონობით ტონა ხორბალი დაბლოკილია უკრაინაში, როცა დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. ეს ნამდვილი სამხედრო დანაშაულია“ - თქვა ბორელმა 20 ივნისს ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
მინისტრები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის შავი ზღვის პორტებში დაკავებული ხორბლეულის გათავისუფლება.