უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარების ტაქტიკური ჯგუფი და ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, საჰაერო ძალების საზენიტო მსროლელთა ჯგუფმა დრონი ჩამოაგდო.
უკრაინული მედია ასევე იტყობინება,რომ შავ ზღვაში რუსულმა საზღვაო ძალებმა საცავი საბრძოლო მასალებით შეავსეს. ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გადაჯგუფების აღკვეთას ხუთი მიმართულებით ცდილობენ - აცხადებენ გენშტაბში.
აფეთქებების ხმა ისმოდა გვიან ღამით ხარკოვის რეგიონში. მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან განხორციელდა, დაიბომბა სუმის რეგიონიც. თავდასხმის შედეგად, დონეცკის ოლქში 2 ადამიანია დაღუპული და დაშავდა 12.
ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ მთლიანად დაიპყრონ სევეროდონეცკი.