ჩხუბი და დაჭრა აღმაშენებელზე - დაკავებულია ორი პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

18 ივნისი 2022, 16:57 999 ნახვა

თბილისში, ე.წ. „ახალ აღმაშენებელზე“ მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ივნისს, თბილისში,  „ახალ აღმაშენებელზე“ მდებარე ერთ-ერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. აღნიშნული დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი  ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩხუბში მონაწილე კიდევ სამმა პირმა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი