უფასო კონსულტაცია და კვლევა შშმ პირებისთვის

18 ივნისი 2022, 17:26 1266 ნახვა

დღეს, ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში შშმ პირი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის  შეხვედრა გაიმართა, სადაც ასევე მოეწყო პრეზენტაცია სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე. თბილისის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის ექიმებმა შშმ ბავშვებს უფასო კონსულტაციები და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარეს.

სამედიცინო შეხვედრის ინიციატორი ბათუმის საკრებულოა, რომლის მიზანია შშმ პირების და მათი მშობლების მეტი ინფორმირებულობა და ჩართულობა ბავშვების  სარეაბილიტაციო და სამკურნალო პროცესში.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი