ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში 

16 ივნისი 2022, 20:12 741 ნახვა

23 ან 24 ივნისს გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მანამდე კი არის ევროკომისიის დასკვნა, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება და ეს დოკუმენტი იქნება ერთგვარი რეკომენდაცია ევროკავშირისთვის.

ოპოზიციის ნაწილი საკითხს პესიმისტურად უყურებს, ნაწილი კი იმედოვნებს, რომ გარკვეული სკეპტიკური გამოხმაურებების მიუხედავად, საბოლოო შედეგი დადებითი იქნება. მმართველ პარტიასაც იმედი აქვს, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა, რაც ის ღირებულებებია, რომლებსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა.

ევროინტეგრაციას კი საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი